ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა.
გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და Xinjiang COSCO Shipping Container Lines-ი უზრუნველყოფენ.
ბლოკ-მატარებელი აქტაუს პორტის გავლით ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში ჩავა და COSCO Shipping Container Lines-ის ხომალდზე დაიტვირთება.
ჩინეთიდან ფოთამდე საკონტეინერო მატარებელი 11 დღეში უნდა ჩამოვიდეს. მულტიმოდალური გადაზიდვები ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ გათვლებით, 2024 წელს ე.წ „შუა დერეფნით“ 4.2 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს. საპროგნოზო მაჩვენებელი 2023 წლის შედეგს (2.76 მლნ ტონა) 1.5-ჯერ აღემატება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…